პოსტები

პასუხობს თუ არა განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის საჭიროებებს

eschool_xalxi+skola_gr5dzeli

განათლების მართვის ინფორმაციული სისტემის (eSchool) დანერგვა საქართველოს სკოლებში 2015 წლიდან დაიწყო. eSchool-ის მიზანია განათლების სექტორიდან  (სკოლამდელი, ზოგადი,  პროფესიული და უმაღლესი განათლება) ზუსტი მონაცემების შეგროვება და ერთიან ბაზაში ასახვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია განათლების მართვის ინფორმაციული სისტემა და შეესაბამება თუ არა არსებული პრაქტიკა თანამედროვე სტანდარტებს.

რამდენად უზრუნველყოფილია ინფექციის პრევენცია და კონტროლი?

რამდენად უზრუნველყოფილია ინფექციის პრევენცია და კონტროლი?

ინფექციის პრევენცია და კონტროლი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის. სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები, როგორც ფართოდ გავრცელებული გართულება, არა მხოლოდ დიდ გავლენას ახდენს პაციენტის ავადობაზე, არამედ საგრძნობლად ზრდის სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დროის ნებისმიერ მომენტში 100 ჰოსპიტალიზებული პაციენტიდან საშუალოდ 7-10 პაციენტი ინფიცირდება

ინფექციის პრევენცია და კონტროლი – როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?

ინფექციის პრევენცია და კონტროლი – როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?

ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, ევროპაში ყოველწლიურად საშუალოდ 4 მილიონი ადამიანი ინფიცირდება სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციებით, ჯანდაცვის სერვისებზე გაწეული მთლიანი ხარჯის დაახლოებით 10% კი სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების მკურნალობასა და სამედიცინო შეცდომების გამოსწორებაზეა მიმართული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლა.

სტომატოლოგიური დაწესებულებების 54% ვერ აკმაყოფილებს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნებს

სტომატოლოგიური დაწესებულებების 54% ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს

2018 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში 1526 სტომატოლოგიური დაწესებულება ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ 2015-2017 წლების კონტროლის შედეგების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულების 54%-მა ვერ დააკმაყოფილა ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მოთხოვნები. ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათbვის) პროცესში: 2015 წელს აღნიშნული …

რამდენად იყო ჩართული მოსახლეობა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში

რამდენად იყო ჩართული მოსახლეობა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურების გარკვეული ნაწილი საკარმიდამო ნაკვეთებსა და ეზოებშია მოქცეული. აზიური ფაროსანას გამოზამთრებისა და გამრავლების ადგილები შენობების სახურავები და ნაპრალებია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული 945 ჩანაწერიდან 270 შემთხვევაში მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას მავნებელთან ბრძოლის მეთოდების შესახებ. 

იყო თუ არა შესაძლებელი ფაროსანას გავრცელების პრევენცია – აუდიტორებმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლეს

იყო თუ არა შესაძლებელი ფაროსანას გავრცელების პრევენცია – აუდიტორებმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლეს

ფაროსანას შემოჭრის და გავრცელების საფრთხის დროული იდენტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა, უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის წინასწარი მომზადება, რაც ხელს შეუწყობდა მავნებლების პოპულაციის ლოკალიზებას და კონტროლს გავრცელების შედარებით მცირე არეალზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა, რის მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანა აძლიერებს მონიტორინგის მექანიზმებს. 

უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები შრომის ბაზარს არ შეესაბამება

უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები შრომის ბაზარს არ შეესაბამება

ქვეყნის უმაღლესი განათლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ პრიორიტეტულად აღიარა შვიდი მიმართულება – აგრარული, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, ინჟინერია, მიმართულებათაშორისი სპეციალობები. თუმცა ეს პროფესიები შრომის ბაზრის საჭიროებებთან შეუსაბამო აღმოჩნდა. უმაღლესი განათლებისა და შრომის ბაზრის თავსებადობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა.

რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები

რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტიანია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. აუდიტორებმა კვლევის პროცესში დაინახეს, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობის ადგილზე გამოძახებული პატრული თუ უბნის ინსპექტორი არ ფლობენ ინფორმაციას ინციდენტის ისტორიასთან დაკავშირებით,რაც ზრდის შემთხვევაზე არაადეკვატური რეაგირების რისკს.

როგორ უზრუნველყოფენ სახანძრო უსაფრთხოებას საცხოვრებელ სახლებში – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლა

როგორ უზრუნველყოფენ სახანძრო უსაფრთხოებას საცხოვრებელ სახლებში – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ  სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი არ ვრცელდება გარკვეული ტიპის ობიექტებზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე.  შესაბამისად, საცხოვრებელ სახლებში  სახანძრო უსაფრთხოება დამოკიდებულია იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის პრევენციის და რეაგირების უნარზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოიკვლია საერთაშორისო პრაქტიკა, თუ როგორ არის გადაწყვეტილი ეს საკითხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 

არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობის არსებული სისტემა ხანძრების პრევენციისკენ მიმართული

არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობის არსებული სისტემა ხანძრების პრევენციისკენ მიმართული

ქვეყანაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება ხანძრების და მათ შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატისტიკით, მატერიალური ზარალის 85%-ზე მეტი შენობა-ნაგებობებში გაჩენილ ხანძრებზე მოდის. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული სახანძრო-ტექნიკური შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას ობიექტებში. 

სრულდება თუ არა ევროკავშირის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები?

სრულდება თუ არა ევროკავშირის მიერ დადგენილი ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები?

EUROSAI-ს ერთობლივ აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, ვერცერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მთავრობების მცდელობები, განახორციელონ ეფექტიანი ქმედებები ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, წარუმატებლად სრულდება და შესაბამისად, ვერც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა ხერხდება.

რატომ ხდებიან მოტივირებული აბიტურიენტები დემოტივირებული სტუდენტები?

რატომ ხდებიან მოტივირებული აბიტურიენტები დემოტივირებული სტუდენტები?

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლესი განათლების უზრუნველყოფის ხარისხი შეისწავლა და დაადგინა, რომ 2014 წელს კურსდამთავრებულთა 64%-მა საბაკალავრო პროგრამები საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით დაასრულა. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულთა 40% სწორედ ის სტუდენტები არიან, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და 50%-დან 100%-მდე სახელმწიფო დაფინანსება…

ცარიელი აუდიტორია, ანუ ლექცია/სემინარებზე დასწრების მაჩვენებელი 15%-ია

ცარიელი აუდიტორია, ანუ ლექცია/სემინარებზე დასწრების მაჩვენებელი 15%-ია

მოქმედი კანონმდებლობით, ლექცია/სემინარებზე დასწრება სტუდენტის შეფასების აუცილებელი კომპონენტი არ არის, მაგრამ დისტანციური სწავლების არარსებობის პირობებში, უმაღლესი განათლების მიღების წინაპირობად კვლავაც ლექციებზე დასწრება რჩება. აუდიტორებმა უმაღლეს სასწავლებლებში მონიტორინგის შედეგად გამოთვალეს, რომ დაკვირვების დღეებში ლექცია/სემინარებზე დასწრების საერთო მაჩვენებელი 15% იყო, ანუ სასწავლო პროცესში არ მონაწილეობდა სტუდენტების 85%.

შრომის ინსპექცია შეზღუდული უფლებამოსილებით

შრომის ინსპექცია შეზღუდული უფლებამოსილებით

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასაქმებულთა შრომითი უფლებების შესახებ მომზადებულ ანგარიშში შრომის ინსპექტორის არსებული ფორმატი შეაფასა, როგორც არაეფექტური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო. საერთაშორისო სტანდარტებით, შრომის ინსპექცირება გულისხმობს შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმებას, სამუშაო ადგილზე უნებართვოდ შესვლასა და სანქცირებას.  საქართველოს კანონმდებლობით კი, 2018 წლამდე შრომის ინსპექცია …

საგზაო მოძრაობის წესების სისტემატურად დამრღვევი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდება

საგზაო მოძრაობის წესების სისტემატურად დამრღვევი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდება

მძღოლები, რომლებიც სისტემატურად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, ხშირად ქმნიან ფატალური შედეგით დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს. ამ ფონზე, კანონმდებლობაში არსებული სხვადასხვა სახის ხარვეზის გამო,  ვერ ხერხდება საჭირო და პროპორაციული სანქციების გამოყენება. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2011-2018 წლებში 10 მძღოლზე ირიცხება 622 ერთეული ჯარიმა (805.72 ათასი ლარი). აქედან, სულ გადაუხდელია 591 ერთეული ჯარიმა (800.09 ათასი ლარი), საიდანაც 546 ჯარიმა, ანუ …

არის თუ არა კანონიერი თქვენი ონლაინ შენაძენი?

არის თუ არა კანონიერი თქვენი ონლაინ შენაძენი?

იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე ხშირად ხვდება უკანონო, ფალსიფიცირებული და ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობისათვის მავნე სამომხმარებლო საქონელი, აშშ-ის აუდიტის სამსახურმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა, დაედგინა ის წყაროები, თუ რა გზებით ხდება მსგავსი პროდუქციის შედინება სახელმწიფოს ტერიტორიაზე და გამოევლინა თავდაცვის ეფექტური საშუალებები. ონლაინ ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, უფრო მეტი ყალბი, ფალსიფიცირებული და უკანონო საქონელი შეიძლება მოხვდეს..

მონაცემების კონფიდენციალურობა ინტერნეტ სივრცეში

არის თუ არა კანონიერი თქვენი ონლაინ შენაძენი?

თუკი ინტერნეტის გამოყენებით ვაჭრობა, ისევე როგორც კომუნიკაცია, თქვენთვის უცხო არაა, მაშასადამე, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ონლაინ სერვისების მომწოდებელი საშუალებები მუდმივად ინახავენ თქვენ შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ძიების შედეგები, ფინანსური ინფორმაცია და თქვენი ადგილსამყოფელიც კი. აშშ-ის აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, როგორ ახორციელებენ აშშ-ის სხვადასხვა ფედერალური ორგანოები ინტერნეტმომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვას

ძებნა

ტოპ პოსტები

გამოიწერე სიახლე

რამდენად ხშირად ეცნობით ჩვენს ბლოგს?

Loading ... Loading ...