არქივი

ინტერნეტი და „საშინაო დავალება“

რაც დრო გადის, ინტერნეტი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში და ეს განსაკუთრებით მოზარდებს ეხებათ. დღესდღეობით, ინტერნეტთან წვდომა სკოლის მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საკლასო ოთახში, ასევე მის გარეთ. მოზარდები, ვისაც საერთაშორისო ქსელთან წვდომა შეზღუდული აქვს ან საერთოდ არა აქვს, სირთულეებს აწყდებიან საშინაო დავალებების შესრულებისას.
ინტერნეტი და „საშინაო დავალება“

სახლში სწრაფი და საიმედო ინტერნეტის არქონა სკოლის მოსწავლეებს დიდ პრობლემებს უქმნის. ამერიკის შეერთებული შტატების აუდიტის სამსახურმა (GAO) გაარკვია, რომ მოსწავლეები დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან უფრო მეტად არიან დამოკიდებულები მობილური ტელეფონის უსადენო მომსახურებაზე, ვიდრე მათი თანატოლები მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან.

გარდა ამისა, ინტერნეტთან წვდომის არმქონე მოსწავლეები საშინაო დავალების შესასრულებლად ქსელთან წვდომის საშუალებას სხვაგან ეძებენ, რასაც დამატებითი პრობლემები მოაქვს.

როგორ უმკლავდებიან პრობლემას – საუკეთესო მაგალითები:

  • ვისკონსინის შტატის „გრინ ბეის“ საჯარო სკოლაში იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სახლში ინტერნეტთან წვდომა არა აქვთ, კრედიტის სახით სთავაზობენ უსადენო მოწყობილობებს
  • ბოულდერ ველის სკოლამ, კოლორადოს შტატში, ადგილობრივ პროვაიდერს უფლება მისცა, სკოლის ზოგიერთი შენობის თავზე ანტენები დაემონტაჟებინა იმის სანაცვლოდ, რომ რამდენიმე მოსწავლეს სახლში უფასო მომსახურებას მიაწვდიდა;
  • 2014-2017 წლებში „კოაჩელა ველის“ სკოლამ, კალიფორნიის შტატში, ასამდე სასკოლო ავტობუსში უსადენო ინტერნეტი დაამონტაჟა, რათა მოსწავლეებს, სახლამდე გრძელი გზა საშინაო დავალებების შესრულებაში გამოეყენებინათ. ოლქის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეძებენ დამფინანსებელს, რათა ეს ინიციატივა ისევ გააცოცხლონ.

შეერთებული შტატების აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ არცერთი ის სკოლა, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან გამოსული ბავშვებისთვის ინტერნეტთან წვდომის გაფართოების პროგრამებს ახორციელებს, ამისთვის ფედერალურ თანხებს არ იყენებს და რომ ფედერალური ხელისუფლების როლი ამ საქმეში ძალზედ შეზღუდულია.

არსებობს „კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის“ (FCC) პროგრამა სახელწოდებით E-rate, რომელიც სკოლებს ინტერნეტმომსახურებაზე ფასდაკლებებს სთავაზობს, თუმცა ეს პროგრამა სკოლის შენობების გარეთ შეზღუდულია და არ მოქმედებს.

GAO-მ გასცა რეკომენდაცია, რომ „კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ“ შეაფასოს და გამოაქვეყნოს პოტენციური სარგებელი, ხარჯები და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია სკოლის შენობების კედლებს მიღმა ინტერნეტკავშირის ხელმისაწვდომობასთან E-rate პროგრამის ფარგლებში.

FCC დაეთანხმა ამ რეკომენდაციას, რაც ნიშნავს, რომ კომპანია გადახედავს GAO-ს შეთავაზებას.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.