არქივი

კლიმატის ცვლილებები და სახიფათო ნარჩენების პოლიგონების მართვა

კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა ბუნებრივი კატასტროფების ინტენსიურობა და სიხშირე გაზარდოს, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული სახიფათო ნარჩენების პოლიგონების ქსელის − „სუპერფონდისთვის“. მაგალითად, 2017 წელს, ქარიშხალმა „ჰარვიმ“ ჰიუსტონის რეგიონში (ტეხასის შტატი) რამდენიმე დაკონსერვებული ნაგავსაყრელი დააზიანა. აღსანიშნავია, რომ „სუპერფონდის“ პოლიგონების უმეტესობა (დაახლოებით 90%) არაფედერალურ მიწებზე მდებარეობს. GAO-მ შეისწავლა, რამდენად მაღალია რისკი, რომ ბუნებრივმა საფრთხეებმა (მაგალითად, ტყის ხანძრებმა და წყალდიდობებმა) პოლიგონების დაზიანება და გააქტიურება გამოიწვიოს.
კლიმატის ცვლილებები და სახიფათო ნარჩენების პოლიგონების მართვა

GAO-მ გამოიკვლია, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ეროვნული პრიორიტეტების სიაში (NPL) შემავალ არაფედერალურ პოლიგონებზე და რა დონეზე მართავს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) რისკებს, რომლებიც ამ პოლიგონებზე ადამიანების ჯანმრთელობასა და ბუნებრივი კატასტროფების პოტენციურ გავლენასთან არის დაკავშირებული.

GAO-მ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური კატასტროფის პრევენციას:

  • „სუპერფონდის“ რეაბილიტაციისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სამსახურმა უნდა დაადგინოს ინფორმაციის გაუმჯობესებისა და სტანდარტიზების განრიგი არაფედერალური NPL პოლიგონების საზღვრების შესახებ
  • EPA-ს ადმინისტრაციამ ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს, რამდენად შეესაბამება EPA-ს ქმედებები პოლიგონებზე ადამიანების ჯანმრთელობასა და ბუნებრივი კატასტროფების პოტენციურ გავლენასთან დაკავშირებით, სააგენტოს მიმდინარე მიზნებს
  • „სუპერფონდის“ რეაბილიტაციისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს, რომ კლიმატის ცვლილების პოტენციური ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის ინტეგრირება სრულ თანხვედრაში იყოს პოლიგონების რისკების მართვის გადაწყვეტილებებთან.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.