არქივი

როგორ უზრუნველყოფენ სახანძრო უსაფრთხოებას საცხოვრებელ სახლებში – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული 2016-2018 წლების სტატისტიკის მიხედვით, შენობა-ნაგებობებში მომხდარი ხანძრებისა და წაკიდებების 70%  საცხოვრებელი დანიშნულების შენობებზე მოდის.  თუმცა საქართველოში სახანძრო ზედამხედველობას არ ექვემდებარება საცხოვრებელი დანიშნულების ობიექტები.
სახანძრო უსაფრთხოება  საცხოვრებელ სახლებში - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე კონტროლი არ ვრცელდება გარკვეული ტიპის ობიექტებზე, მათ შორის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე.  შესაბამისად, საცხოვრებელ სახლებში სახანძრო უსაფრთხოება დამოკიდებულია იქ მაცხოვრებელი მოსახლეობის პრევენციის და რეაგირების უნარზე. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოიკვლია საერთაშორისო პრაქტიკა, თუ როგორ არის გადაწყვეტილი ეს საკითხი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში ტარდება სახანძრო შემოწმებები (ფინეთი, საბერძნეთი, იტალია, პორტუგალია, სლოვენია).  ზოგიერთ ქვეყანაში კი, სადაც სახანძრო შემოწმებები არ ტარდება, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროებებიდან გამომდინარე, დადგენილია პრევენციის სხვა ზომები. მაგალითად, ბელგიაში ყველა ბინის მესაკუთრე ვალდებულია ჰქონდეს ელექტროობის ინსპექტირების მოქმედი სერტიფიკატი. ფინეთში, დანიასა და ბელგიაში ბინის მესაკუთრეები, გარკვეული ,პერიოდულობით, თავად უზრუნველყოფენ საკვამურების წმენდას სპეციალიზებული კომპანიის მეშვეობით. ევროპის უმეტეს ქვეყანაში − ბინებში, მოთხოვნის შესაბამისად, დამონტაჟებულია კვამლის დეტექტორები, რაც ხელს უწყობს ხანძრების დროულ აღმოჩენას (დანია, ფინეთი, ნორვეგია,  შვედეთი).

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.