არქივი

საარსებო შემწეობაზე დამოკიდებული პირები – მიზეზები და ტენდენციები

საარსებო შემწეობაზე დამოკიდებული პირები – მიზეზები და ტენდენციები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიისა და სოციალურად დაუცველთა სტატისტიკის შესწავლის შემდგომ, რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად:

  • არ არსებობს სტრატეგიული დოკუმენტი ბენეფიციარების სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირების უზრუნველყოფისთვის. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით უშუალოდ პოლიტიკის განმსაზღვრელ თუ პროგრამის განმახორციელებელ უწყებებს კვლევა არ ჩაუტარებიათ
  • აუდიტის ანგარიშმა აჩვენა, რომ საარსებო შემწეობის დაკარგვა ბენეფიციარებისათვის მტკივნეული პროცესია არა მხოლოდ იმ ფულადი დახმარების გამო, რომელსაც ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან დაბალი ქულის შემთხვევაში იღებენ, არამედ იმიტომაც, რომ ოჯახები ერთიანად კარგავენ სარეიტინგო ქულაზე მიბმულ, სხვადასხვა უწყების მიერ გაცემულ ბენეფიტებს – მათ შორის, უფასო მგზავრობის ბარათს, უფასო სასადილოების მომსახურებას, ერთჯერად ფულად დახმარებებს, საბავშვო საგანმანათლებლო წრეების დაფინანსებას და სხვ. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად არ გეგმავენ სარეიტინგო ქულასთან დაკავშირებულ სოციალური დახმარების პროგრამებს
  • აუდიტის სამსახურმა ასევე შეადარა საარსებო შემწეობით მიღებული შემოსავლები და დამატებითი შეღავათებით მიღებული სარგებელი. კონსოლიდირების შედეგად აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა უწყების მიერ გაცემული დახმარებები აღემატება ბენეფიციარი ოჯახების მიერ საარსებო შემწეობის პროგრამიდან მიღებულ თანხებს – ეს ფაქტი კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის ადამიანს სოციალურ დახმარებაზე.

აუდიტორების რეკომენდაციებით, სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, აუცილებელია სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება, სადაც განხილული იქნება ბენეფიციართა შრომით მოტივაციაზე მოქმედი ფაქტორები, მათ შორის, ბენეფიციარების მიერ სხვადასხვა უწყებიდან მიღებული სარგებლის შესახებ ანალიზის შედეგები.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.