არქივი

შშმ პირთა ხელშეწყობა – სამედიცინო მოდელი VS სოციალური მოდელი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უზრუნველყოფის მიმართულებით, მსოფლიოში აღიარებულია ერთმანეთისაგან განსხვავებული ორი მოდელი – სამედიცინო და სოციალური.
შშმ პირთა უფლებების უზრუნველყოფის მიმართულებით, გაეროს კონვენცია მთლიანად ეფუძნება ინკლუზიურობასა და თანაწორობაზე ორიენტირებულ სოციალურ მოდელს, რომელიც ასევე წარმატებით გამოიყენება ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. საქართველოში სოციალურ მოდელზე გადასასვლელად ახალი მოდელის პილოტირება და დანერგვა ჯერ კიდევ 2010 წლიდან იყო გათვალისწინებული სხვადასხვა სამთავრობო სამოქმედო გეგმით, თუმცა მათი ამოქმედება გადავადდა და შესაბამისად, შშმ პირთა სტატუსის გასაზღვრა ჯერაც სამედიცინო მოდელით ხდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა სოციალურ მოდელზე გადასვლის მიმართულებით გატარებული პოლიტიკის ღონისძიებები, შეაფასა საქართველოში არსებული შშმ პირის სტატუსის დადგენის სამედიცინო მოდელი, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ფორმები და გამოავლინა ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები.

საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ განმარტავს, რომ შშმ პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა, უკვე წარმატებით იყენებს ან ნერგავს შშმ პირთა უფლებების უზრუნველყოფის სოციალურ მოდელს, საქართველო შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭებისას ხელმძღვანელობს სამედიცინო მოდელით.

სამედიცინო მოდელი შესაძლებლობის შეზღუდვას განიხილავს, როგორც ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას, შესაბამისად, ფიკუსირებულია სამედიცინო სერვისების შეთავაზებასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაზე, ნაკლებად ამახვილებს ყურადებას არსებული ბარიერების აღმოფხვრასა და შშმ პირის სოციალურ ინტეგრაციაზე.

სოციალური მოდელი შესაძლებლობის შეზღუდვის საკითხს განიხილავს, როგორც სოციალურად შექმნილ პრობლემას და პიროვნების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის საკითხს. ფოკუსირებულია შშმ პირთა შეზღუდვებსა და საჭიროებებზე, არსებულ ბარიერებზე, სტიგმასა და მიმართულია იქეთკენ, რომ შშმ პირმა შეძლოს საკუთარი უფლებების და შესაძლებლობების რეალიზება. დაფუძნებულია ინკლუზიურობასა და თანასწორობაზე.

საქართველოში სოციალურ მოდელზე გადასასვლელად ახალი მოდელის პილოტირება და დანერგვა ჯერ კიდევ 2010 წლიდან იყო გათვალისწინებული სხვადასხვა სამთავრობო სამოქმედო გეგმით. მათი ამოქმედება გადავადდა და პილოტირება აჭარის რეგიონში მხოლოდ 2019 წელს დაიწყო. შესაბამისად, სოციალური მოდელი დანერგილი არ არის, რაც ჯანდაცვის სამინისტროს საშუალებას მისცემდა შშმ პირთა საჭიროებებზე ეწარმოებინა ინდივიდუალური სტატისტიკა, ქვეპროგრამების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით.
აუდიტორების შეფასებით, საქართველოში არსებული შშმ პირთა სტატუსის განსაზღვრის სამედიცინო მოდელის ფარგლებში შეგროვებული სტატისტიკური მონაცემები ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი და სათანადო ინფორმაციის წარმოებას, რაც ბენეფიციარების მიმართ პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
უფრო კონკრეტულად, სამედიცინო მოდელის მიხედვით, ზრდასრული პირებისთვის დგინდება მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხი, ხოლო 18 წლამდე პირებს ენიჭებათ შშმ ბავშვის სტატუსი, სტატუსის მინიჭება კი ხდება სოციალურ-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით მაშინ, როცა სოციალური მოდელი იძლევა შესაძლებლობას, განისაზღვროს ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეფექტიანი პოლიტიკის განსაზღვრისთვის მხოლოდ დიაგნოზებისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის არსებობა საკმარისი არ არის, რადგან ერთი და იმავე დიაგნოზის მქონე პირებს შესაძლოა განსხვავებული შეზღუდვები და საჭიროებები გააჩნდეთ.
მაგალითად, მსგავსი დიაგნოზის მქონე ორი შშმ პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარს შესაძლოა აღენიშნებოდეს შრომითი უნარების მთლიანად შეზღუდვა და საჭიროებდეს მედიკამენტოზურ ან ფულად დახმარებას, ხოლო მეორე ბენეფიციარისთვის იგივე დიაგნოზი იწვევდეს შრომითი საქმიანობის ნაწილობრივ შეზღუდვას და სახელმწიფოსგან საჭიროებდეს სოციალური მუშაკის სახლში პერიოდულ ვიზიტს ან სამსახურში დამხმარე პირით უზრუნველყოფას.
მოცემული მაგალითი აჩვენებს სოციალური მოდელით შშმ პირების განსხვავებული საჭიროებების გამოვლენის შესაძლებლობას, რითაც, აუდიტორების შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს საშუალება მიეცემა შშმ პირებზე აწარმოოს ინდივიდუალური სტატისტიკა, ქვეპროგრამების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით.
აუდიტორული დასკვნით, სოციალურ მოდელზე გადასვლა ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დაინახოს თითოეული შშმ პირის ინდივიდუალური საჭიროებები და შემდგომ შექმნას მათზე მორგებული სერვისები.
ბუნებრივია, სოციალურ მოდელზე გადასვლა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სოციალურ მოდელზე გადასვლამდე, საქართველოში არსებული სამედიცინო მოდელი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული შშმ პირების შესახებ საჭირო ინფორმაციის კონსოლიდაციისა და ანალიზისათვის. საშუალოვადიან პერსპექტივაში აქტუალური იქნება, რომ სამინისტრომ მაქსიმალურად გამოიყენოს თავის ხელთარსებული მექანიზმები/ინფორმაცია.
სათანადო სტატისტიკის არსებობის პირობებში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს შესაძლებლობა ექნებათ უზრუნველყონ შშმ პირების შეზღუდვებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება რაოდენობრივი, ტერიტორიული თუ სხვა ნიშნის მიხედვით, განსაზღვრონ პრიორიტეტები (სად არის საჭირო სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულების ჩარევა) და არსებული შეზღუდული რესურსები გადაანაწილონ პროდუქტიულად, პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, საჭიროებებზე გათვლილი პოლიტიკის/პროგრამების სწორად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: აუდიტორების შეფასებით, საქართველოში არსებული შშმ პირთა სტატუსის განსაზღვრის სამედიცინო მოდელის ფარგლებში შეგროვებული სტატისტიკური მონაცემები ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი და სათანადო ინფორმაციის წარმოებას, რაც ბენეფიციარების მიმართ პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
უფრო კონკრეტულად, სამედიცინო მოდელის მიხედვით, ზრდასრული პირებისთვის დგინდება მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის ხარისხი, ხოლო 18 წლამდე პირებს ენიჭებათ შშმ ბავშვის სტატუსი, სტატუსის მინიჭება კი ხდება სოციალურ-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით მაშინ, როცა სოციალური მოდელი იძლევა შესაძლებლობას, განისაზღვროს ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეფექტიანი პოლიტიკის განსაზღვრისთვის მხოლოდ დიაგნოზებისა და შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის არსებობა საკმარისი არ არის, რადგან ერთი და იმავე დიაგნოზის მქონე პირებს შესაძლოა განსხვავებული შეზღუდვები და საჭიროებები გააჩნდეთ.
მაგალითად, მსგავსი დიაგნოზის მქონე ორი შშმ პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარს შესაძლოა აღენიშნებოდეს შრომითი უნარების მთლიანად შეზღუდვა და საჭიროებდეს მედიკამენტოზურ ან ფულად დახმარებას, ხოლო მეორე ბენეფიციარისთვის იგივე დიაგნოზი იწვევდეს შრომითი საქმიანობის ნაწილობრივ შეზღუდვას და სახელმწიფოსგან საჭიროებდეს სოციალური მუშაკის სახლში პერიოდულ ვიზიტს ან სამსახურში დამხმარე პირით უზრუნველყოფას.
მოცემული მაგალითი აჩვენებს სოციალური მოდელით შშმ პირების განსხვავებული საჭიროებების გამოვლენის შესაძლებლობას, რითაც, აუდიტორების შეფასებით, ჯანდაცვის სამინისტროს საშუალება მიეცემა შშმ პირებზე აწარმოოს ინდივიდუალური სტატისტიკა, ქვეპროგრამების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით.
აუდიტორული დასკვნით, სოციალურ მოდელზე გადასვლა ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დაინახოს თითოეული შშმ პირის ინდივიდუალური საჭიროებები და შემდგომ შექმნას მათზე მორგებული სერვისები.
ბუნებრივია, სოციალურ მოდელზე გადასვლა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სოციალურ მოდელზე გადასვლამდე, საქართველოში არსებული სამედიცინო მოდელი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული შშმ პირების შესახებ საჭირო ინფორმაციის კონსოლიდაციისა და ანალიზისათვის. საშუალოვადიან პერსპექტივაში აქტუალური იქნება, რომ სამინისტრომ მაქსიმალურად გამოიყენოს თავის ხელთარსებული მექანიზმები/ინფორმაცია.
სათანადო სტატისტიკის არსებობის პირობებში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს შესაძლებლობა ექნებათ უზრუნველყონ შშმ პირების შეზღუდვებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება რაოდენობრივი, ტერიტორიული თუ სხვა ნიშნის მიხედვით, განსაზღვრონ პრიორიტეტები (სად არის საჭირო სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულების ჩარევა) და არსებული შეზღუდული რესურსები გადაანაწილონ პროდუქტიულად, პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად, საჭიროებებზე გათვლილი პოლიტიკის/პროგრამების სწორად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

  • შშმ პირთა რაოდენობის შესახებ სრულყოფილი სტატისტიკისა და საჭირო მონაცემთა კატეგორიების წარმოების მიზნით (ქმედობაუნარიანობის შეზღუდვები, დიაგნოზები და ა.შ.), უნდა დანერგოს სამედიცინო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღებისა და სტატისტიკის შეგროვების მექანიზმი ყველა შშმ პირის შესახებ, რომლებმაც გაიარეს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა;
  • უზრუნველყოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგების ასახვის ფორმებში ყველა ქმედობაუნარიანობის შეფასების კატეგორიის ველების არსებობა და მათი შევსება შესაფერისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალის მიერ.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.