არქივი

ცარიელი აუდიტორია, ანუ ლექცია/სემინარებზე დასწრების მაჩვენებელი 15%-ია

ცარიელი აუდიტორია, ანუ ლექცია/სემინარებზე დასწრების მაჩვენებელი 15%-ია

მოქმედი კანონმდებლობით, ლექცია/სემინარებზე დასწრება სტუდენტის შეფასების აუცილებელი კომპონენტი არ არის, მაგრამ დისტანციური სწავლების არარსებობის პირობებში, უმაღლესი განათლების მიღების წინაპირობად კვლავაც ლექციებზე დასწრება რჩება. ამიტომ წესით, სტუნდენტები ლექციებს არ უნდა აცდენდნენ. თუმცა ეფექტიანობის ანგარიშში საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა:

აუდიტორებმა უმაღლეს სასწავლებლებში მონიტორინგის შედეგად გამოთვალეს, რომ დაკვირვების დღეებში ლექცია/სემინარებზე დასწრების საერთო მაჩვენებელი 15% იყო, ანუ სასწავლო პროცესში არ მონაწილეობდა სტუდენტების 85%.

აუდიტორები დაინტერესდნენ, მასშტაბური გაცდენების შესამცირებლად რა ზომებს მიმართავს სტუდენტური დახმარების სერვისები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაა აკადემიური საჭიროებებისა და პრობლემების გამოვლენა, რისკის ქვეშ მყოფ სტუდენტებთან ინდივიდუალური კონსულტირება და სხვ.

კვლევის პროცესში გამოიკვეთა ორი მთავარი პრობლემა:

  • უნივერსიტეტებში არ ხდებოდა სწავლის ადრეულ ეტაპზე, სტუდენტებისთვის დახმარების სერვისის შეთავაზება
  • არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევების გამოვლენაში დაეხმარებოდა

ასევე დაბალი იყო დახმარების სერვისების შესახებ თავად სტუდენტების ინფორმირების მაჩვენებელიც. მაგალითად, სტუდენტების 40%-მა არ იცოდა, რომ უნივერსიტეტი მათ ინდივიდუალურ აკადემიურ კონსულტაციას სთავაზობდა, ხოლო 88%-ს არაფერი სმენოდა დასაქმების სერვისების შესახებ.

ეფექტიანობის აუდიტის ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში, კვლევაში მონაწილე უნივერსიტეტებს აქვთ შესაძლებლობა, გაზარდონ სტუდენტური დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობა და შეიმუშავონ მართვის მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ლექცია/სემინარებზე დასწრებისა და აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის გააუმჯობესებას.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin

© 2018. სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ყველა უფლება დაცულია.